"ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, "ოცნებამ" – 46%, "ნაცმოძრაობამ" - 28% და "ევროპულმა საქართველომ" 5%-იანი მხარდაჭერა მიიღო - კვირის პალიტრა

"ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, "ოცნებამ" – 46%, "ნაცმოძრაობამ" - 28% და "ევროპულმა საქართველომ" 5%-იანი მხარდაჭერა მიიღო

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: "ქართული ოცნება" – 46%;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" – 28%;

"ევროპული საქართველო" – 5%;

"ლელო" – 3%;

"გირჩი" – 3%;

"პატრიოტთა ალიანსი" - 2%;

"სტრატეგია აღმაშენებელი" – 2%;

ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

როგორც "ფორმულა" განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.