კობახიძე მელიაზე: "რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა" - კვირის პალიტრა

კობახიძე მელიაზე: "რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა"

რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა.

კობახიძის თქმით, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.

"რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა. მეორე ტური შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება-წაგებას რაც შეეხება, მკაფიოდ ითქვა ის, რაც ითქვა ჩვენგან", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის პირადად დაურეკავდა ირაკლი კობახიძეს.

"მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას, იმედი მაქვს ბატონო ირაკლი, რომ მიპასუხებთ", - განაცხადა მელიამ.