"სტრატეგია აღმაშენებელი" მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

"სტრატეგია აღმაშენებელი" მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

"სტრატეგია აღმაშენებელი" მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არცერთ შეთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩვენს წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევა, ან ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს ან ვაბარებთ მას ივანიშვილის რეჟიმს. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არ ვაპირებ უკან დახევას, ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, ვიქნებით ქუჩაშიც და ყველგან, სადაც საჭირო იქნება გამარჯვების მისაღწევად. კვირას ყველას გთხოვთ, საერთო ეროვნული შეკრება უნდა გავმართოთ რუსთაველის გამზირზე. ყველა უნდა შეიკრიბოს - როგორც თბილისი, ასევე რეგიონი. ახლა წყდება საქართველოს ბედი, ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში "სტრატეგია აღმაშენებელმა" ხმების 3.15%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"