საოლქო კომისიებთან მიმდინარე აქციები და აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას - კვირის პალიტრა

საოლქო კომისიებთან მიმდინარე აქციები და აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა მშვიდი გარემო იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

„ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.

ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!“, - აცხადებს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"