"ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი, განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი... მან სიმართლეს გაუსწორა თვალი"
10-11-2020
"ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი, განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი... მან სიმართლეს გაუსწორა თვალი"
ბევრია სომხებში წარსულზე ორიენტირებული ხალხი. მაგრამ, ახალგაზრდები იქაც უფრო დასავლელები არიან. რუსებმა კი გაიჩინეს კიდევ ერთი სამხედრო კერა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთის მოსალოდნელი მინგრევის პროცესში დაიჟანგება რუსული ტანკები სამივე ქვეყანაში, - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისივე განცხადებით, აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებას - მან სიმართლეს გაუსწორა თვალი.

"ნიკოლ ფაშინიანმა, ნებსით თუ
უნებლიედ, ამხელა ყარაბახული ტვირთისგან, მარწუხებისგან გაათავისუფლა მეტწილად სომხეთი. ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად... ბევრია სომხებში წარსულზე ორიენტირებული ხალხი. მაგრამ, ახალგაზრდები იქაც უფრო დასავლელები არიან. რუსებმა კი გაიჩინეს კიდე ერთი სამხედრო კერა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთის მოსალოდნელი მინგრევის (ეს ათწლეული მეიმედება) პროცესში დაიჟანგება რუსული ტანკები
სამივე ქვეყანაში. აგრესიული ხალხი ერევანში პარლამენტში შევარდა, ამჟამად "მხოლოდ" დაარბია, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ დაუხოცავთ... ჯერჯერობით? ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი. განწირული იყო ყარაბახით დაბმული სომხეთი...აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებას. მან სიმართლეს გაუსწორა თვალი, იომა და როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხდებოდა. გაბედა და გაუბედავი ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით, ადეკვატურად მოიქცა. სტეპანაკერტი, ლაჩინის დერეფანი სომხურ/ რუსული კონტროლით ჯერჯერობით შეინარჩუნა. ტერ-პეტროსიანმა ვერც ხელისუფლება შეინარჩუნა და ორ ათეულ წელზე მეტიც დააკარგინა სომხეთს. სიმართლე ესაა, ჩემი აზრით.

ფაშინიანის ახალგაზრდობისდროინდელი სტატია რამდენიმე კვირის წინ აქ გამოვაქვეყნე... წარსულის და წინაპრის ტყვეობიდან გავთავისუფლდეთო, წერდა", - წერს ბერძენიშვილი.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?