აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში სალომე ზურაბიშვილს ყარაბაღზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში სალომე ზურაბიშვილს ყარაბაღზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტვიტერზე აკრიტიკებს:

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების გამო მილოცვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მორიგ ოკუპაციას ამყარებს და ბლოკავს დასავლეთს?", - წერს იან კელი.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება Twitter-ით მიულოცა სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც აღნიშნა, რომ "ეს კავკასიაში ახალი ერის დასაწყისი გახდება".

"კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს,"- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"