"საქართველოში პროფრანგული ხელისუფლება ყალიბდება...ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა სახელდება"
"საქართველოში პროფრანგული ხელისუფლება ყალიბდება...ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა სახელდება"
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის - "ეხო მოსკვის" («Эхо Москвы») გადაცემაში "განსაკუთრებული აზრი" («Особое мнение») პროგრამის წამყვან ოლღა ბიჩკოვასთან ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ ისაუბრა. სტუდიაში კავკასიის პრობლემატიკის განხილვისას საკითხი საქართველოს პერსპექტივასაც შეეხო.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:
ოლღა ბიჩკოვა: - მთიანი ყარაბაღის მოვლენების განხილვისას უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს, ასეთ სიტუაციაში,  საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, საქართველოს რუსულ მასმედიაში მაინცდამაინც ხშირად არ ახსენებენ...

მაქსიმ შევჩენკო: - იმიტომ, რომ ძალიან ცოტას თუ ესმის,
იქ რა ხდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა სახელდება. იგი საფრანგეთის მთავრობაში [სტრუქტურებში] მუშაობდა. ჩემი აზრით, მას დამთავრებული აქვს ის აკადემია, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ არის. თეა წულუკიანს ახალგაზრდობის წლები საფრანგეთში აქვს გატარებული. იმავდროულად, საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ სალომე ზურაბიშვილი. იგი საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში
იმიტომ ჩავიდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო.
და ბოლოს, საქართველოს მთავარი მეცენატი, რომელსაც, როგორც მინიმუმი, ნახევარი საქართველო ჯიბეში უდევს - ბიძინა ივანიშვილი - ისიც საფრანგეთის მოქალაქე იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი საფრანგეთთან.

ოლღა ბიჩკოვა: - ბოდიში, მაგრამ რას ხედავთ ამაში ცუდს?

მაქსიმ შევჩენკო: - ამაში ცუდი არაფერია. მე სიტუაციას ჭადრაკის პარტიის მსგავსად ვაფასებ. მხედველობაში გვქონდეს, რომ ემანუელ მაკრონი თურქეთთან, ფაქტობრივად, ომს აჩაღებს, თურქეთის მიმართ სიძულვილს აღვივებს, საფრანგეთის ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში რაღაც, ლეპანტოს ბრძოლის მსგავს ოპერაციებს ახორციელებს [თურქეთის წინააღმდეგ] და ამ დროს [საქართველოში] შეიძლება, ფრანკოფილური (ანუ ანტითურქული) და - იმავდროულად - ანტირუსული მთავრობა ჩამოყალიბდეს. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. იმ ფონის გათვალისწინებით, რომ სომხეთში პროდასავლური რეჟიმი მარცხდება, ვფიქრობ, დასავლეთს ამ მარცხის კომპენსირება საქართველოს ხარჯზე სურს.

ოლღა ბიჩკოვა: - შეიძლება თქვენ მიერ დასახელებულთა სია დავაზუსტოთ? ბიძინა ივანიშვილის შესახებ, მაგალითად, მუდმივად ამბობენ, რომ იგი რუსული ორიენტაციის მქონე ადამიანია...

მაქსიმ შევჩენკო: - მას ნეიტრალური პოზიცია უკავია. ოდესღაც რუსეთში ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ამჟამად მას აქვს სერიოზული უძრავი ქონება საფრანგეთში. იგი საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ, მაგრამ მასზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქე გახდა ...

ოლღა ბიჩკოვა: და რუსულ ბიზნეს-კავშირებზეც უარი თქვა?

მაქსიმ შევჩენკო: როგორც თვითონ ამბობს, უარი თქვა, მაგრამ საფრანგეთში ძალიან სერიოზული უძრავი ქონება აქვს. მოკლედ, ეს ადამიანები პარიზთან არიან დაკავშირებულები.

მე არ ვამბობ, რომ საფრანგეთი ცუდია. პირიქით, მე საფრანგეთი მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკა ანტითურქული და ანტირუსულია, იგი მიმართულია იქით, რომ არ დაუშვას რუსეთისა და თურქეთის კავშირი - ისეთივე, როგორიც 1921 წელს მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებებით განვითარდა და რომელიც 1973 წელს დადებული ხელშეკრულებით დადასტურდა. მას მოსკოვის მხრიდან ხელი ალექსი კოსიგინმა მოაწერა... სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა პარიტეტული სიტუაცია კავკასიაში, ანუ ისტორიულად თურქეთიც თავისას იღებს და რუსეთიც... და პლუს ამას - 17 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უნდა ჩავიდეს. აბა, შეხედეთ სიტუაციას: უშუალოდ ამერიკაში ამდენი პრობლემა გაქვს, გაუგებარია, ვინ იქნება პრეზიდენტი - ტრამპი თუ ბაიდენი, შენ კი საქართველოში მიფრინავ...

ოლღა ბიჩკოვა: - რატომაა გაუგებარი? უკვე გასაგებია...

მაქსიმ შევჩენკო: - იმიტომ, რომ კავკასია მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. პირობითად რომ ვთქვათ, ვინც ფლობს კავკასიას, ის აკონტროლებს ევროპის ენერგორესურსების არტერიას, რომელიც იქით სამხრეთ კავკასიიდან და მცირე აზიიდან მიემართება... არის იმის ალბათობა, რომ საქართველოში მაიკ პომპეო ამ პროფრანგულ ტრიოსთან [ივანიშვილი, ზურაბიშვილი, წულუკიანი] ნატოს ბაზის დაარსების საკითხზე მოილაპარაკებს. ამრიგად, ფაშინიანი და ის სომეხი რევანშისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ომს გააგრძელებენ... თუმცა პირადად ფაშინიანი ამას არ ამბობს...

ოლღა ბიჩკოვა: - პირიქით, იგი ომის გაგრძელებას არ აპირებს...

მაქსიმ შევჩენკო: - კი, ვიცით, იქ ვინ რას და როგორ ლაპარაკობს... მოკლედ, ასეთი სცენარი: ნიკოლ ფაშინიანს სომხეთი "ოდკბ"-დან გამოჰყავს, რუსეთთან კავშირებს წყვეტს. იმავდროულად, საქართველო თითქოსდა სომხური რევანშისტული ძალებისთვის ზურგის ტერიტორია ხდება (მომარაგების უზრუნველსაყოფად). ანუ აქ მთავარია არა სომეხი ხალხის არსებობა, არამედ - გეოპოლიტიკური თამაშებია, რომელსაც მსოფლიოს ძალები აწარმოებენ - ისინი, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის პრობლემის ნორმალურ, მშვიდობიან მოგვარებას ამუხრუჭებდნენ და საქმე ისევ სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანეს... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
ნოდარი
14 ნოემბერი 2020 17:22
მაგარი პროვოკატორია ეს შევჩენკო, ახლა უკვე აღარ მალავს თავის ველიკოდერჟავულ ზრახვებს, გვარი მაინც არ ჰქონდეს უკრაინული.
Natia
14 ნოემბერი 2020 15:44
Ასეთი ღრმა ანალზი დიდი ხანია არ წამიკითხავს. Რა მაგრად უჭირს ამ ქვეყანას და კიდევ ჩრდილოეთისკენ რატომ არ იყურებითო.
IRAKLI
14 ნოემბერი 2020 10:21
ალენ დელონს რომ შეუყვარდეს მერე ჩვენ რა გვეშვ ლება.არა წულუკიანი შუამთის მონასტერში დავმალოთ.ადა ან ენძელა გავიმეტოთ პრემიერ მინისტრად - თან ფრანგულიც იციან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები