"ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას... უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი" - კვირის პალიტრა

"ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას... უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი"

პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

თალაკვაძე ოპოზიციასთან გუშინ დაწყებულ მოლაპარაკებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია.

მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს - პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის!“, - წერს თალაკვაძე.

"ინტერპრესნიუსი"