"როგორც გვამს კვეთით ვერ გააცოცხლებ, ისე გადათვლით არჩევნების შედეგებს ვერ გააკეთილშობილებ" - კვირის პალიტრა

"როგორც გვამს კვეთით ვერ გააცოცხლებ, ისე გადათვლით არჩევნების შედეგებს ვერ გააკეთილშობილებ"

უხეში შედარებაა, მაგრამ სწორი ანალოგია - როგორც გვამს კვეთით ვერ გააცოცხლებ, ისე გადათვლით არჩევნების შედეგებს ვერ გააკეთილშობილებ, ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უგულავა აცხადებს, ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების 10%-იც კი არაა განხილული.

"ჩვენ ვხედავთ, რა სასამართლოც გვაქვს. სასამართლო არის ფაქტობრივად, ცესკოს და ივანიშვილის ნოტარიალური კანტორა. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ. სამწუხაროდ, იმ საჩივრების 10%-ის განხილვაც კი არ ხდება, რომელიც სხვადასხვა პარტიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს წარდგენილი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე, რომ ისინი თვითონვე ჭრიან სამართლებრივ გზას ამ პრობლემის მოგვარების. შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს პოლიტიკურად იმიტომ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ტოტალუტადაა გაყალბებული არჩევნები, შესაბამისად, ამ გადათვლის და მანიპულაციების შანსი აღარ არსებობს",- განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"