"მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული"

"სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის იმ სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც მათ მოთხოვნებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით საარჩევნო საკითხთან მიმართებით მორიგი შეხვედრა მომდინარეობს.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული. დანარჩენს შევხედოთ, ეს დამოკიდებულია, რა იქნება დღეს შეხვედრაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა.