"არაერთხელ გვაქვს განცხადებები მოსმენილი - "ახლა ჩამოვალ“, "ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?"
"არაერთხელ გვაქვს განცხადებები მოსმენილი - "ახლა ჩამოვალ“, "ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?"
არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი - "ახლა ჩამოვალ“, "ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით "გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მას სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერში სჭირდება.

"მე ეს არაფერში მჭირდება, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი - "ახლა ჩამოვალ“, "ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
"ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მსმენელის კითხვას უპასუხა: "გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.

"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინ
და, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: "დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი“.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები