აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირება გრძელდება. დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მუცლის არეში მიიღო.

მოძრაობა „არ დათმოს" აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. ერთმანეთს სამართალდამცავები და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უპირისპირდებიან, რომლებიც „არ დათმოს" პროტესტს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამი პირია დაკავებული.