"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით" - რას წერს მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის შესახებ "ტვიტერზე" - კვირის პალიტრა

"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით" - რას წერს მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის შესახებ "ტვიტერზე"

"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო "ტვიტერზე" წერს.

მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას.

"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში", - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.