ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 18 ნოემბერს მართავს.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. შემდეგ მაიკ პომპეო შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"