მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ხვდება - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია.

მთავრობის ადმინისტრაციიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საპატრიარქოში გაემგზავრება, სადაც ილია მეორესთან გამართავს შეხვედრა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.

პომპეო თბილისს დღესვე დატოვებს.