"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - კვირის პალიტრა

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს"

კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც საუბარი გაიმართა, იყო კოვიდ 19 და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოუჩინა როგორც ფინანსური, ასევე ლუგარის ლაბორატორიის ჩართვის თვალსაზრისით.

„საუბარია ახლა ვაქცინაზე, რომლის ერთ-ერთი მწარმოებელი ამერიკული კომპანიები არიან. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენ ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"