კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს სახელმწიფო მიწების მიტაცების საკითხის მოწესრიგება და ამ მიწებზე არსებული ნაგებობების დემონტაჟი დაავალა
კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს სახელმწიფო მიწების მიტაცების საკითხის მოწესრიგება და ამ მიწებზე არსებული ნაგებობების დემონტაჟი დაავალა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, თბილისში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების თვითნებურად მიტაცების საკითხის მოწესრიგება და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ამ მიწებზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაავალა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დედაქალაქში ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც უკანონოდ ხდება მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამან უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი და ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მინდა მუნიციპალური
ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღეიდანვე დაიწყოთ უკვე ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციაზე გაფრთხილებები გაქვთ მიცემული და მიმართეთ, რომ ის პატარა შენობა-ნაგებობები, რომელიც მათ აშენებული აქვთ, თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, თუ ეს არ განხორიციელდება, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თქვენვე გაუკეთოთ ამას დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს
უკანონობა. სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება, ქონება, ეს არც ჩემია, არც თქვენი, ეს არის სახლმწიფოსი. არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შესაბამისად, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და დღესვე დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ დაიხმაროთ ამაში შსს, მე მქონდა მინისტრთან კონსულტაციები და ყველანაირად გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს უმსგავსობა დედაქალაქში დავამთავროთ",- განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები