"ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს"

ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს. გარდა პოლიტიკისა, ეს ეკონომიკურ სტაბილურობას და სოციალურ სტაბილურობასაც ზიანს აყენებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, „შეგვიძლია გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება პარლამენტში და პირველად 1995 წლის შემდეგ გვექნება ისეთი პარლამენტი, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება ჭარბი უმრავლესობა და კიდევ 8 ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი“.

„ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა 930 000-მა ამომრჩეველმა. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ მილიონამდე ამომრჩევლის გამარჯვება. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანის გამარჯვება ასე მარტივად დავთმოთ. აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მგონია, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა ამ პარლამენტში და პირველად 1995 წლის შემდეგ გვექნება ისეთი აპრლამენტი, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება ჭარბი უმრავლესობა და იქნება კიდევ 8 ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი.

შეგვიძლია გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება პარლამენტში. რაც შეეხება მეორე ტურს (ოპოზიციის ბოიკოტს) აქ იყო დამატებითი ფაქტორი. ოპოზიციის ინტერესებში იყო ის, რომ მეორე მარცხი არ გაეფორმებინათ, პარლამენტში შესვლაზე კი სხვა პოზიტიური მოტივაციები არსებობს - ოპოზიციური პარტიების ინტერესებშია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისარგებლონ საპარლამენტო ტრიბუნით და პლატფორმით. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ჰქონდეთ მყარი პოზიციები და წარმატების უკეთესი შესაძლებლობები. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოზიტიური მოტივატორიც თავის როლს შეასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"