"ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა - პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის წინ ბოდიშს მოუხდიდა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრახი განიცადა - პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის წინ ბოდიშს მოუხდიდა"

ჩვენ ცალსახად ვამბობთ უარს საპარლამენტო საქმიანობაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას - ამ საკითხე მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვეცოდინება პასუხი, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არის უცვლელი და ელჩები მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი რამენაირად განიმუხტოს.

“ჩვენი ოპოზიციის პოზიცია არის იგივე, რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას მე ვფიქრობ, რომ რაღაც პროგრესი არის, მაგრამ ის ხისტი პოზიცია , რომელიც გვესმის ტელევიზორიდან არის აბსულუტურად კონტრპროდუქტიული პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ჩვენ დაველოდებით მესამე რაუნდს, რაღაცა კონტურები იკვეთება და შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ელჩები სერიოზულად მუშაობენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი რამენაირად განიმუხტოს ორივე მხარის მონაწილეობით და ჩემი აზრით, ეს უკვე არის წინ გადაგმული ნაბიჯი”, - განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებამ ეპიდემიის მართვაში კრახი განიცადა.

“მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ეს უნდა აღიარონ. სამწუხაროდ, ისინი სარგებლობენ მძიმე ეკონომიკური და პანდემიური პერიოდით, სადაც ადამიანს ყოველდღიურად საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართულ საზოგადოებას იმ ე.წ. ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო, რომელიც მათ გვანახეს ბოლო 8 თვის განმავლობაში”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.