26-11-2020
ჩვენ ცალსახად ვამბობთ უარს საპარლამენტო საქმიანობაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას - ამ საკითხე მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვეცოდინება პასუხი, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არის უცვლელი და ელჩები მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი რამენაირად განიმუხტოს.“ჩვენი ოპოზიციის პოზიცია არის იგივე, რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას მე ვფიქრობ, რომ რაღაც პროგრესი არის, მაგრამ ის ხისტი პოზიცია , რომელიც გვესმის
გარდა ამისა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებამ ეპიდემიის მართვაში კრახი განიცადა.
“მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ეს უნდა აღიარონ. სამწუხაროდ, ისინი სარგებლობენ მძიმე ეკონომიკური და პანდემიური პერიოდით, სადაც ადამიანს ყოველდღიურად საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართულ საზოგადოებას იმ ე.წ. ჩაფლავებული მენეჯმენტის გამო, რომელიც მათ გვანახეს ბოლო 8 თვის განმავლობაში”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.