"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?"
"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?"
არანაირი აზრი არ არსებობს მთიანი კურორტების ჩაკეტვაში გარდა იმისა, რომ მივიღებთ მთაში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითიც კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეზღუდვების დაწესებისას ითვალისწინებს მხოლოდ იმ სპეციალისტების აზრებს, რომლებიც მათი „პოლიტიკური მარიონეტები არიან“. როგორც უგულავამ აღნიშნა, აუცილებელია მსჯელობა წარიმართოს გაფართოვებულ ფორმატში, მათ შორის, ოპოზიციის მონაწილეობით და ეს პროცესი მარტიდან უნდა დაწყებულიყო.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად
გაუთვლელია, აბსოლუტურად არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას მთელი რიგი ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს გახარიამ გამოაცხადა. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ კომენდანტის საათმა, რომელზეც, რატომღაც, მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 21:00 საათიდან დაიწყება. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „კომენდანტის საათი“ სადაც შემოიღეს, ოდენობა ყოველდღიური ინფიცირების გაიზარდა,“- განაცხადა
უგულავამ.

მისი თქმით, რეალურად ხელისუფლება კლავს ეკონომიკას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მათ შორის, მეტროს შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სამსახურში ვერ ივლიან.

„არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე სამსახურში ტაქსით მივა, ეს არის სისულელე. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსებში დაგვემატებინა ზედამხედველობის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც მძღოლთან ერთად გააკონტროლებდა პირბადის ხმარებასა და ადამიანების ოდენობას ტრანსპორტში, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც სრულად იკრძალება ტრანსპორტი.

ეს შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, რადგან თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა, პანდემია რა საახალწლოდ ისვენებს? და შემდეგ უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა ქვეყანა საერთოდ ისვენებს - ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება შეიძლება მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფერი,“- განაცხადა უგულავამ.
სიმართლე
28 ნოემბერი 2020 17:40
სავსებით ნათელია ,რომ ინფექციის გავრცელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ოპოზიციას,.მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ადარდებთ.ახლა დროა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე.,

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები