"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ თეთრ რაშზე ზის"
"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ თეთრ რაშზე ზის"
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, შემდეგ კი დროს გაწელავენ, რომ "ვიღაც აცდუნონ და პარლამენტში შეიყვანონ".

როგორც ლაგაზიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, დიპლომატიური მისიები რომ არა, მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იჯდებოდა.

"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ის მაინც თეთრ რაშზე ზის. ერთადერთი დისკომფორტი არის სწორედ დასავლეთის დიპლომატიური მისიები, რომლებიც მას აიძულებენ, რომ  მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩნენ, თორემ ამ მოლაპარაკების მაგიდასთანაც, დამერწმუნეთ, ისინი არ
ისხდებოდნენ, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმი მათი შინაგანი კონსტიტუციაა. მთავარი აქ გახლავთ ის, რომ სანამ პარლამენტი არ შეიკრიბება, ისინი დათმობაზე წამომსვლელები არ არიან და მერეც, რამდენიმე ხანს, ისინი გაწელავენ და სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუნარჩუნებენ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიღაც აცდუნონ და შეიყვანონ.
ეს დროს ახანგრძლივებს მოლაპარაკების და საბოლოო შედეგამდე
მისვლის, რაც ცუდი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ერთგვარად ცინიზმითაა მოწოდებული. აქ მთავარი გახლავთ ერთი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას დაუდგება, კერძოდ ის, რომ ამ ჩაკეტილობის პირობებეში, როდესაც ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიან, როგორ არ მოხდეს მათი მარგინალიზაცია და დარჩნენ აქტუალურები საზოგადოების თვალში.

მე მქონდა შეთავაზება, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის პარალელურად ანტიკრიზისულ გეგმაზე, გადარჩენის გეგმაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს უნდა შესთავაზოს მოსახლეობას როგორც ალტერნატიული ხედვა",- განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, ლაგაზიძე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარ სიტყვა გატეხეს და "პარლამენტში ცხვრებივით შელაგდნენ", პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებენ.

"სანამ ამ მიზანს არ მიაღწევენ, ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდება, სურვილი ასეთი აქვთ. გამოწვევები, რა თქმა უნდა, იქნება. სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ, ფაქტია, რომ მოსახლეობის ხმები ვერ დაიცვეს და ახლა, თუ საკუთარი სიტყვა ვერ დაიცვეს, გატეხეს და პარლამენტში ცხვრებივით შელაგდნენ, ისე რომ ხელისუფლებამ მათ არანაირი პირობა არ დაუკმაყოფილა, მაშინ მათ რაღა რჩებათ, ისინი ამთავრებენ საკუთარ პოლიტიკურ მოღვაწეობას",- განაცხადა ლაგაზიძემ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (3)
მედეა
29 ნოემბერი 2020 14:53
გულში ბრაზი გიდუღთ,მცდარ ანალიზს დებთ. ა მ ა ო დ ოცნებობთ "ოცნების" ფიასკოზე.
koba78
29 ნოემბერი 2020 05:32
am saqmis dasasruli iqneba ocnebis partiis gamogdeba kabinetebidan ricxvi ar vici magram dzalian male moxdeba
კოტე
27 ნოემბერი 2020 16:23
ამომრჩეველმა დეპუტატები აირჩია საპარლამენტო მუშაობისათვის და ისინი თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ მათ უარი უნდა თქვან პარტიულ დაფინანსებაზეც

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები