"გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები სხვა უწყებებზე გადანაწილდეს" - კვირის პალიტრა

"გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები სხვა უწყებებზე გადანაწილდეს"

"ქართულ ოცნებას" ისე რომ დაეწყო მართლმსაჯულების საკითხი, როგორც ოპოზიცია შეთანხმება - "გირჩი" და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდნენ პარლამენტში", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიციასთან მოხდა შეთანხმება ნიშნავს არჩევით მოსამართლეებს, პოლიციის უფროსებს, ასევე, პროკურორს ირჩევდეს დაზარალებული, გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები გადანაწილდეს სხვა უწყებებზე.

ამასთან, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი სურვილი არ ეტყობა იმის, რომ დათმოს "კლანი" სასამართლოში.

"ზურა ჯაფარიძეს აქვს გადაცემა, სადაც ადამიანები შემოდიან პირდაპირ ეთერში და ზურას უსვამენ კითხვას. ერთ-ერთმა ასეთი კითხვა დაუსვა - არის თუ არა ერთადერთი საკითხი ვადამდელი არჩევნები, რის გამოც "გირჩი" შევა პარლამენტში?! ამ კითხვაზე ზურას პასუხი იყო, რომ ეს საკითხი ერთადერთი არ არის და მაგალითად, მართლმსაჯულების საკითხი რომ დაეწყო "ქართულ ოცნებას" ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა - "გირჩი" და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში, უბრალოდ ეს არ განიხილება სერიოზულად იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სასამართლოდან "კლანს" გაუშვებს და შემოიყვანს არჩევით მოსამართლეებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"