"ქართულმა ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა"

"ქართულმა ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ის დაფინანსება, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნოდა, - ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსების კუთხით ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რადგან ის, რაც არის დღეს, არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს სტრუქტურას.

"ოცნებამ", რომელმაც მოიპარა ხმები, მიიღო უფრო მეტი დაფინანსება ბიუჯეტიდან. თუკი ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც იბრძვის, რომ გაყალბებულ არჩევნებს და მიტაცებულ ხმებს რაღაც მოუხერხოს, უარს იტყვის დაფინანსებაზე, მას მიისაკუთრებს "ქართული ოცნება". დღეს "ოცნებამ" მიისაკუთრა არა მხოლოდ ხმები, არამედ სხვა პარტიებისგან მოპარული ხმების დაფინანსებაც. რეალობა არის ეს. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე და არა პარტიულ დაფინანსებაზე. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ყველამ უარი ვთქვათ პარტიულ დაფინანსებაზე, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პარტია დარჩება ამ ქვეყანაში. აქ არაფერი გაურკვევლობა არ არის, რადგან ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაზეც პარტიები თანხმობას აცხადებენ, ნიშნავს, რომ მინიმალური დაფინანსება მაინც მიიღონ მოპარული ხმებიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა მშენებლობა განაგრძონ", - აცხადებს ხაზარაძე.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელო" არის და უნდა იყოს სახალხო პარტია.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს აქამდეც შემოუწირავს თავისი დანაზოგი, იმიტომ, რომ "ლელო" არის სახალხო პარტია და არის ხალხის ხმა. ამ პროცესს ჩვენ გავაგრძელებთ, რადგან ხალხს სჯერა, რომ ეს არის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", - აღნიშნა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"