ბათუმში, "თავისუფლების კვარტალში" ოპოზიცია სავაჭრო ჯიხურებს განათავსებს
ბათუმში, "თავისუფლების კვარტალში" ოპოზიცია სავაჭრო ჯიხურებს განათავსებს
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება.ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.

როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. "თავისუფლების კვარტალში" ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გამო უმუშევრად დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის
სახლთან, გუშინ აქციის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის შემდეგ კარვებია გაშლილი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები