"რუსეთთან დიალოგის ფორმატი მავნებლური და არაგამჭვირვალეა"
"რუსეთთან დიალოგის ფორმატი მავნებლური და არაგამჭვირვალეა"
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი "საშიში და მავნებლურია".

როგორც ხოშტარიამ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო, ონლაინ შეხვედრის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების ეს ფორმა საზოგადოებისთვის არაგამჭვირვალეა და არ ვიცით, "რამდენად გაყიდა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყნის ინტერესები კონკრეტულად ამ რაუნდზე".

"ამ ბოლო ინციდენტმა კიდევ ერთხელ ანახა, რამდენად მავნებულია ეს ფორმატი, რამდენად არაგამჭვირვალეა და რამდენად არ ვიცით, რა ხდება მარტო დარჩენილ საქართველოს და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. ხელისუფლებამ მხოლოდ პროტესტის და
ერთი დღის შემდეგ გააკეთა განმარტებები, მე ვიტყოდი, ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები იმიტომ, რომ ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ საერთოდ ლაპარაკი არ იყო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ სხვა ინტერპრეტაცია იყო. ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვიმარჩიელოთ, რამდენად გაყიდა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყნის ინტერესები კონკრეტულად ამ რაუნდზე. ამიტომ, ეს ფორმატი
არის ძალიან საშიში და ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი სასარგებლო ფორმატი არის საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით",- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები