„არ იცით რატომ მოვედით? გვთხოვეს მოსვლა და რა უნდა გავაკეთოთ?" - კვირის პალიტრა

„არ იცით რატომ მოვედით? გვთხოვეს მოსვლა და რა უნდა გავაკეთოთ?"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრა დასრულდა. ევროკავშირის ელჩის ოფისი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ უკვე დატოვეს.

ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა აშშ-ის ელჩმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ.

როგორც კობა ნაყოფიამ განაცხადა, არ იცის, გაიმართება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

„კონსულტაციისთვის მოვედით. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. მესამე რაუნდი არ ვიცი გაიმართება თუ არა",- განაცხადა ნაყოფიამ.

თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ თავიანთი მოსაზრებების გაცნობა სთხოვეს.

„არ იცით რატომ მოვედით? გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა გავაკეთოთ",- განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"