„ეს არის "გირჩის" პოზიცია. ოპოზიციას ამ თემაზე არ გვისაუბრია" - კვირის პალიტრა

„ეს არის "გირჩის" პოზიცია. ოპოზიციას ამ თემაზე არ გვისაუბრია"

"ყველა პარტიას შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, თუმცა "გირჩი" ამავე დროს, სრულად იზიარებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დგას დღის წესრიგში და რომელსაც აყენებს ოპოზიცია", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გადახედავდა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი მართლმსაჯულების რეფორმას განახორციელებდა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, პარტიის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საუბარი არ არ ჰქონიათ.

"ეს არის "გირჩის" პოზიცია. ყველა პარტიას შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, თუმცა "გირჩი" ამავე დროს სრულად იზიარებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დგას დღის წესრიგში და რომელსაც აყენებს ოპოზიცია. ამ თემაზე საუბარი არ გვქონია იმიტომ, რომ რაც ეს განცხადება გავრცელდა, ფაქტობრივად, ოპოზიციას შეხვედრა არ გვქონია", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო "ქართულ ოცნებას" ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა - "გირჩი" და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში. მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიციასთან მოხდა შეთანხმება ნიშნავს არჩევით მოსამართლეებს, პოლიციის უფროსებს ასევე, პროკურორს ირჩევდეს დაზარალებული, გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები გადანაწილდეს სხვა უწყებებზე.

"ინტერპრესნიუსი"