"თქვან ბოდიში და ტიკარაძე და გახარია უნდა წავიდნენ სახლში"
"თქვან ბოდიში და ტიკარაძე და გახარია უნდა წავიდნენ სახლში"
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შექმნილი პანდემიური ვითარებიდან რეალური გამოსავალი ის არის, რომ ყველას უნდა შეეძლოს, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს.

როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს და აზრები გაცვალოს.

"ხელისუფლებას აქვს ორი ბერკეტი - დარწმუნება და იძულება. იმის გამო, რომ გააყალბა არჩევნები და უთავბოლოობითაა დაკავება, არავის არ სჯერა მათი. არანაირი არგუმენტი ჩაკეტვებს არ ახლავს. დარჩენიათ იძულების ბერკეტი, რასაც
წინააღმდეგობა ხვდება. რეალური გამოსავალი ის არის, რომ როდესაც არის ომი, მასშტაბური სტიქიური უბედურება ან პანდემია, ყველას უნდა შეეძლოს, თავისი პოლიტიკური გემოვნების გვერდზე გადადება. გაზაფხულის ჩაკეტვების მერე რომ ეგონათ, მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ, ყველას ზემოდან ყურება დაგვიწყეს" , - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა
პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თანამდებობა დატოვონ.

"პასუხისმგებლობის აღება იმას ნიშნავს, რომ ბოდიშს იხდი და სახლში მიდიხარ. ვის რად უნდა ტიკარაძე თანამდებობაზე იქნება თუ - არა. უბრალოდ აჩვენებდნენ, რომ რაღაცაზე აქვთ პასუხისმგებლობა, ისევე როგორც გახარია. თქვან: „ბოდიში, ვერ მოვამზადე ჯანდაცვის სისტემა 8 თვის განმავლობაში მეორე ტალღისთვის" და ტიკარაძე და გახარია უნდა წავიდნენ სახლში. ვისაც მართლა მენეჯმენტის გამოცდილება აქვს, ის უნდა მოვიდეს. კორონავირუსი რომ გჭირს, იწყება ჯოჯოხეთი, არ იცი, რა უნდა ქნა და არავინაა, რომ დაგაკვალიანოს. წამყვანი არაა, ადგილს ვერ იშოვი. ეს ნორმალურია? ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა არ უნდა აგონ?", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

21 დეკემბერი 2020 22:43
ეს იყო სამამულო ომი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სადაც მონაწილეობდნენ იმპერიული ჯარები, მაშ შორის საბჭოთა ღრუზინები, კრემლის მეხუთე კოლონა.... და თუ ეს ომი სამოქალაქოა ორჯონიკიძე ყოფილა სამოქალაქო ომში გამარჯვებული და საერთოდ ბოლშევიკები ქართველები კი არ გამოდიხართ რუსები ხართ
გ.ს.
01 დეკემბერი 2020 12:15
შენ მართლა პოლიტიკოსი ხომ არ გგონია შენი თავი ? გახარია რომ წავიდეს შენ მართავ ქვეყანას? სახელმწიფოს ცნება თუ შეგიძლია მაინც განმარტო? ვაი შენ უბედურო ჩემო ქვეყანავ ვის ხელში ხარ !იმას რა ვუთხარი ვინც შენ ხმა მოგცა!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები