"იქნება ორკვირიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიჰყვება და შევა პარლამენტში"
"იქნება ორკვირიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიჰყვება და შევა პარლამენტში"
გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ მას ყველა მიჰყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვერცერთი მხარე - ოპოზიცია და ხელისუფლება, ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში პირველი ნაბიჯი.

"მთავარი ის არის, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ხელისუფლება. თუ არანაირი
ნაბიჯი არ გადაიდგა ხელისუფლებიდან, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ მაშინ არ შედგება მრავალპარტიული პარლამენტი. მაქვს მოლოდინი, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ პირველი სითამამე, გამბედაობა სწორედ იმ ადამიანებიდან უნდა წამოვიდეს, ვისაც მე მივეცი ხმა. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს, ვამბობ, რომ ოპოზიციამ გამბედაობა გამოიჩინოს და ნაბიჯი
გადადგას. ვისაც მე მივეცი ხმა, მინდა ისინი ვნახო პარლამენტში და მინდა ვნახო ხმლით და იარაღით შეიარაღებული - კონსტიტუციით და ცოდნით, რომ მინიმალური შანსი მაინც გაჩნდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ცვლილებების. იმის შანსი, რომ საზოგადოება მუდმივად შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და პარლამენტში იყოს ხმა, რომლებიც სიმართლეს მოუყვება მათ. გამოაცხადონ მოღალატეებად, ეს პირველი იქნება, ჯერ არ გვინახავს? ამ ვითარებაში და ამ რეალობის გათვალისწინებით სჭირდება პარლამენტში შესვლას სითამამე და გამბედაობა.

პოლიტიკური ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ გაუძღვენ ხალხს და არა მუდმივად იყონ გაბატონებული აზრების მსხვერპლი. გასაგებია, რომ იქნება ორკვირიანი, ერთთვიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ამ ნაბიჯს, თორემ პირველი ვინც გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიყვება და ყველა შევა პარლამენტში, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. აქ საუბარია იმათზე, ვინც პირველები იქნებიან, გაბედავენ და იტყვიან - იმ რეალობის გათვალისწინებით, იმ კატასტროფის გამო, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, დღეს კიდევ ახალი კატასტროფის დამატება, რომ საბჭოთა კავშირში დავბრუნდით, იმიჯი არ ჰქონდეს საქართველოს და რაიმე შანსი გაჩნდეს რამე დახმარების მიღების, ვინმე დაგველაპარაკოს, საერთოდ რომელიმე რადარზე კიდევ ვარსებობდეთ. არანაირი მოლოდინი არ მაქვს ხელისუფლებისგან, არანაირი იმედი და მოცემულობა არ არსებობს, რომ ხელისუფლებაში ახლა ვინმეს გონება გაუნათდება, მთელი ჩემი იმედები ოპოზიციაზეა დამყარებული, რომ ისინი არ წაართმევენ ამ ქვეყანას პატარა მბჟუტავ შანსს“, - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ქვეყანას ემუქრება ერთპარტიული მმართველობა.

"ერთადერთი შანსი არის დარჩენილი, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადადგას ოპოზიციამ, ძალიან სარისკო, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი. შიმშილის ზღვარზე იქნება ზამთრის ბოლოს მოსახლეობა. ამიტომ ოპოზიციას აქვს შანსი გადალახოს საკუთარი შეურაცხყოფა, გაბრაზება, გადაყლაპოს თავისი ნათქვამი სიტყვა და ჩადგეს ხალხის სამსახურში იმ ძალებით, რა ძალებიც პარლამენტში ექნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

დამკვირვებელი
01 დეკემბერი 2020 14:15
არაფერს არ მოიტანს ის ნაბიჯი, რასაც თქვენ ურჩევთ ქალბატონო თინა, გარდა იმისა, რომ ამ ქმედებით ოპოზიცია მწვანე შუქს უნტებს ყველანაირ გაყალბებას!
ოტო ფ. ბ.
01 დეკემბერი 2020 11:48
ნაცებიდან რესპ-ი ორი ქ-ნი აუცილებლად შევა პარლამენტში შევლენ გირჩები, ვაშაძე, ამაზე შემიძლია სანაძლეოს ჩამოვიდე. საბოლოოდ ალბათ ყველა ...იპრანჭებიან უბრალოდ
ნასწავლი მეგონე
01 დეკემბერი 2020 10:16
სად აქვთ მაგათ იმხელა განათლება ,რომ ხალხზე იფიქრონ. ოპოზიცია ეხება ეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები