"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ას­ლან ვა­შაყ­მა­ძის განცხადებას გმობს
"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ას­ლან ვა­შაყ­მა­ძის განცხადებას გმობს
აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რის, ას­ლან ვა­შაყ­მა­ძის მიერ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცველ ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბა და მო­წო­დე­ბას გმობს.

ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის თქმით, აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი და ძა­ლა­დო­ბის­კენ არ არი­ან მი­მარ­თუ­ლი.

"ეს ადა­მი­ა­ნი არის ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტი­ის წევ­რი, მან მი­უ­ღე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა გააკეთა. ჩვენ მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა გა­ვე­მიჯ­ნეთ ამ გან­ცხა­დე­ბას.

ძა­ლა­დო­ბა არ არის ჩვე­ნი სტი­ლი, ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბი არის მშვი­დო­ბი­ა­ნი და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა,
ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კი, ამ კა­ცის ად­გი­ლი აღარ იქ­ნე­ბა არც აქ­ცი­ებ­ზე და არც სა­ერ­თოდ ჩვენ­თან", – აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა ას­ლან ვა­შაყ­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­შა­ლა. Ambebi.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები