"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ას­ლან ვა­შაყ­მა­ძის განცხადებას გმობს - კვირის პალიტრა

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ას­ლან ვა­შაყ­მა­ძის განცხადებას გმობს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველ ვიდეოს ეხმაურება და მოწოდებას გმობს.

ლევან ვარშალომიძის თქმით, აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი და ძალადობისკენ არ არიან მიმართული.

"ეს ადამიანი არის ოქრუაშვილის პარტიის წევრი, მან მიუღებელი განცხადება გააკეთა. ჩვენ მთელი ოპოზიციური ერთობა გავემიჯნეთ ამ განცხადებას.

ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ჩვენი აქციები არის მშვიდობიანი და ასეც გაგრძელდება, ამ განცხადების შემდეგ კი, ამ კაცის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ ჩვენთან", – აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა. Ambebi.ge