"რუსეთის პოზიციები სუსტდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ საშიშია. მისი ადგილი ჩინეთმა დაიკავა" - რა უნდა ვიცოდეთ ნატოს 2020 წლის მოხსენებაზე - კვირის პალიტრა

"რუსეთის პოზიციები სუსტდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ საშიშია. მისი ადგილი ჩინეთმა დაიკავა" - რა უნდა ვიცოდეთ ნატოს 2020 წლის მოხსენებაზე

"რუსეთის პოზიციები სუსტდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ საშიშია" - ნათქვამია ნატოს ათწლეულის სტრატეგიის ანგარიშში. მოხსენება ნატოს ხელმძღვანელობისთვის შედგა, ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ინიცირებული დისკუსიის ფარგლებში ნატოს შემდეგი ათი წლის სტრატეგიის შესახებ, 2030 წლამდე.

რუსეთი დაღმასვლაზეა, მაგრამ ჯერ კიდევ საშიში ძალაა და ნატოს ბლოკმა ერთსულოვნად, ყოველგვარი მოსკოვთან თანამშრომლობის გარეშე, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მას - ნათქვამია ნატოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

"ეკონომიკური და სოციალური სტანდარტების მიხედვით, რუსეთი ჩამქრალი ძალაა, მაგრამ მან აჩვენა, რომ მას ტერიტორიული აგრესია შეუძლია და მომდევნო ათწლეულში ნატოს მთავარ საფრთხედ დარჩება." - ნათქვამია ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომელსაც თავმჯდომარეობდნენ გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი თომას დე მაიზერი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელი.

მოხსენების ავტორები რუსეთის მხრიდან საფრთხეების დასაძლევად, ნატოს შესაძლებლობების განმტკიცებას გვთავაზობენ, რაც თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს უკრაინასა და საქართველოსთან, რომლებსაც ნატო შესვლა სურთ და მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მისაღებად მზად არიან.

www.palitravideo.ge