"ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს...დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან რომ ის ორივეს დასჯის" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაბიჯებს? - კვირის პალიტრა

"ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს...დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან რომ ის ორივეს დასჯის" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაბიჯებს?

დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდგომ პოლიტიკოსებმა განცხადებები გააკეთეს, თუმცა საჯაროდ არ გაამხილეს რა პოზიციაზე შეჯერდნენ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულებას ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ხელისუფლების და ოპოზიციის შემყურეს მიჩნდება განცდა, რომ ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს. ერთი ჩაბღაუჭებულია, მეორე კი ფეხებს აბაკუნებს და ცდილობს ხელიდან გამოგლიჯოს. მერე ორივე მამასთან მირბის საჩივლელად. დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან რომ ის ორივეს დასჯის. მამა დასავლეთია, დედა ქართველი ხალხი, სათამაშო კი, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ქართული სახელმწიფო" - წერს გია ხუხაშვილი

წყარო