"ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს...დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან რომ ის ორივეს დასჯის" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაბიჯებს?
04-12-2020
"ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს...დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან რომ ის ორივეს დასჯის" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაბიჯებს?

დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდგომ პოლიტიკოსებმა განცხადებები გააკეთეს, თუმცა საჯაროდ არ გაამხილეს რა პოზიციაზე შეჯერდნენ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულებას ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ხელისუფლების და ოპოზიციის შემყურეს მიჩნდება განცდა, რომ ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს. ერთი ჩაბღაუჭებულია, მეორე კი ფეხებს აბაკუნებს და ცდილობს ხელიდან გამოგლიჯოს. მერე ორივე მამასთან მირბის საჩივლელად. დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან
რომ ის ორივეს დასჯის. მამა დასავლეთია, დედა ქართველი ხალხი, სათამაშო კი, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ქართული სახელმწიფო" - წერს გია ხუხაშვილი





SIBORO
05 დეკემბერი 2020 14:28
ოპოზიცია სახის შენარჩუნებას ცდილობს. მათი დამფინანსებლები გარეთ დარჩნენ და ფულის დაბრუნებას ითხოვენ. ამიტომ ოპოზიციამ გაყალბება მოიგონა. დამფინანსებელ მევალეებს ეუბნებიან, ხომ ხედავთ, ჩვენც არ შევდივართო. მაგრამ მათ შორის მაინც აღმოჩნდებიან ისეთები, რომლებიც შევლენ
gela
05 დეკემბერი 2020 13:53
ამ კაცმა გული გამიწყალა, ისევე როგორც ოპოზიციამ, წარმოვიდგინოტ ოპოზიცია მოვიდა ხელისუპლებაში, ესენი გამოიყვანენ ქვეყანას კრიზისიდან? ერთ კაცს ვერ დამისახელებტ ხალხისტვის და ქვეყნისტვის სიკეტე უნდოდეს, ყველა ნანახი გვყავს საქმეში. ოცნებამაც დამGალა რა გახდა ამ პატარა ქვეყნის მოვლა. გტხოვტ გამოაქვეყნოტ.
გია პაპა
05 დეკემბერი 2020 00:18
მართალი ხართ სამწუხაროდ

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?