"ზურამ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა" - რას ითხოვდა თანაპარტიელებისგან "გირჩის" ლიდერი?
04-12-2020
"ზურამ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა" - რას ითხოვდა თანაპარტიელებისგან "გირჩის" ლიდერი?
"გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა.

როგორც მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს "მოწევისთვის" თავის დანებება წარმოადგენდა.

"ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრი
დან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებარებოდით ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო
რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც "პლანს", არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად ველოდებით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. "გირჩის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც პარტიის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გადაწყვეტილებას "ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ".

"ინტერპრესნიუსი"

nugzari
05 დეკემბერი 2020 11:21
kvelaferi scori moutxovia raga dros tkveni plania sarkeshi caixede.tkven piradat an exla vin mogcat xma an shemdegshi vin mogcemt.
დათო
05 დეკემბერი 2020 09:11
მოწევას თავი დაანებეთო რო მოუწოდებს ჯაფარიძე, იმ განწირული შვილების მშობლებს რას ეუბნება???? მოწევით რო დაუჩლუნგა ბავშვები მოწევაში არაფერი ცუდი არ არისო????
ტოტო
05 დეკემბერი 2020 06:36
მეგრელიშვილი სადაც მივიდა ყველგან აურია.პერსონაჟი "ადამსების ოჯახიდან",სადისტის თვისებებით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?