"მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი, მართობს და მახალისებს - ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი მასთან ერთად რომელიმე კაფეში" - კვირის პალიტრა

"მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი, მართობს და მახალისებს - ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი მასთან ერთად რომელიმე კაფეში"

მე მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების გამო, მართობს და მახალისებს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში განვითარების დრო უნდა დასრულდეს.

"ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი რომელიმე კაფეში, ფინჯან ყავაზე. ბევრს ვეტყოდი, ბევრ კითხვას დავუსვამდი", - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია "პირველთან".

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ წრეზე ბრუნავს, რაც უნდა დასრულდეს.

"დავიღალეთ"! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. "დავიღალეთ" ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"