როგორ ულოცავს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებული ლევან ვარსალომიძე ნიკა მელიას გამარჯვებას? - კვირის პალიტრა

როგორ ულოცავს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებული ლევან ვარსალომიძე ნიკა მელიას გამარჯვებას?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა.

ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებულმა ლევან ვარშალომიძემ ნიკა მელიას გამარჯვება მიულოცა:

"ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება" - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

წყარო