"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მსჯელობის მთავარი საკითხი ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტს ეხება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"