ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს? - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს?

არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. საკითხზე პარტიაში განცხადება დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. "ევროპული საქართველოს" ლიდერების ბრიფინგი 15:30 საათზე ჩაინიშნა.

სად გააგრძელებს ხოშტარია პოლიტიკურ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხოშტარია "ევროპული საქართველოს" დატოვებას გეგმავდა.