"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება"

ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოდან" წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს.

"მინდა დავიწყო მადლობით "ევროპული საქართველოს" მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება", -განაცხადა ხოშტარიამ.