"ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა" - კვირის პალიტრა

"ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა"

პარლამენტის პირველის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია პარტიიდან წავიდა, რადგან იმიჯის გადარჩენას ცდილობს. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თმით, რამდენად წარმატებული იქნება ხოშტარიას მისწრაფება არ იცის.

"მე ვფიქრობ, ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არჩავარდინლა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"