"ვისაც 200 მილიონი გაქვთ გადადებული, მოიცდით 2022-მდე, აბა რა" - როგორ ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას - კვირის პალიტრა

"ვისაც 200 მილიონი გაქვთ გადადებული, მოიცდით 2022-მდე, აბა რა" - როგორ ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას

მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილმა "ლელოს" თანადამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას "ფეისუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

"2022-მდე - ქვეყანა გაკოტრებული, ხალხი გაღატაკებული, კოვიდით ათასობით გარდაცვლილი, ასიათასობით საზღვარგარეთ ემიგრირებული, ბანკებში დალომბარდებული, კრიმინალით აკლებული, კარანტინით დანერვოზებული, საერთაშორისო რადარებიდან გამქრალი და რუსეთს მიერთებული. ვისაც 200 მილიონი გაქვთ გადადებული, მოიცდით 2022-მდე, აბა რა" - წერს პოლიტიკოსი.

ინფორმაციისთვის, "ლელოს" ლიდერიმა, მამუკა ხაზარაძემ  "მთავარი არხის" ეთერში თქვა, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრულად პროპორციული არჩევნები... ეს სხვა პარტიებმა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს... ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები სრული პროპორციული და იქიდან უნდა დაიწყო ახალი 4 წლის ათვლა", - თქვა ხაზარაძემ.

წყარო