"საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება" - კვირის პალიტრა

"საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება"

ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მისი თქმით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება.

"ახალი პარლამენტის მიერ მიღებულმა პირველივე კანონმდებლობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება",- წერს გიორგი გახარია.