"შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო - კონგრესის უმეტესმა ნაწილმა ვაშინგტონს შესთავაზა, თავი მეფედ გამოეცხადებინა" - რა უთხრა ბაიდენმა სააკაშვილს - კვირის პალიტრა

"შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო - კონგრესის უმეტესმა ნაწილმა ვაშინგტონს შესთავაზა, თავი მეფედ გამოეცხადებინა" - რა უთხრა ბაიდენმა სააკაშვილს

"შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო" - მიხეილ სააკაშვილი ბაიდენთან და მაკკეინთან შეხვედრას ნიკა გვარამიას გადაცემაში იხსენებს:

"2012 წელს, როგორც კი მაშინდელი "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლები გამოცხადდა, რამდენიმე მეგობარმა და თანამებრძოლმა მითხრა, იქნებ, არ ღირს გამოსვლა, ჩვენი კომისიის წევრები დაიბნევიან და ისინი არჩევნებს გაგვიყალბებენო. მე ჩემი პრინციპები მაქვს და ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მშვიდი ვიყავი, როდესაც ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვაკეთებდი და ნათლად ვთქვი, რომ იმ არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილმა - ამ ბნელეთის მოციქულმა მოიგო და "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ეს ქვეყანა ააშენა, სასწაულები, საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა შექმნა, თავისუფალ არჩევნებში დამარცხდა.

ჯინ შაჰინი ჩემთან მოვიდა მეორე საღამოს, სენატორ რიჩთან ერთად და დიდი მადლობა გადამიხადეს იმისათვის, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ისინი მადლობის სათქმელად მოვიდნენ. რამდენიმე კვირაში, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ვნახე, მაკკეინთან სახლში სტუმრობისას, ამ შეხვედრას დათო საყვარელიძე და გოგიტა ვაშაძე ესწრებოდნენ. ჯო ბაიდენმა მათი თანდასწრებით თქვა - "მინდა გითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო". ამას რომ ამერიკელი გეტყვის, ბევრს ნიშნავს. ვინ იყო ჯორჯ ვაშინგტონი? ძალიან წარმატებული პრეზიდენტი, აშშ-ს დამფუძნებელი, მამამთავარი, კონგრესის უმეტესმა ნაწილმა მას შესთავაზა, თავი მეფედ გამოეცხადებინა და აშშ-ის მმართველად სამუდამოდ დარჩენილიყო. ვაშინგტონმა კი თქვა - აშშ არის რესპუბლიკა და მე არასდროს ვიქნები მუდმივი მმართველი, მე ვზღუდავ ჩემს ვადას და მივდივარ მმართველობიდანო. ესაა აშშ-ს ფილოსოფია. ყველა ადამიანი საკუთარ ქვეყანას ეკუთვნის და არა - პირიქით. მეც ჩემს ქვეყანას ვეკუთვნი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

www.palitravideo.ge