"დემოკრატიის აკვნად წოდებულ აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიის აკვნად წოდებულ აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო"

"ე.წ. დემოკრატიის აკვნად წოდებულ აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო", – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისევე მშვიდად ჩაივლის, როგორც დონალდ ტრამპის განცხადებაში იყო აღნიშნული.

თურქეთის პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"