"ხალხს უნდა დავუბრუნოთ თავისი ხმა, თავისი უფლებები, დავაძლევინოთ სიღარიბე, უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე" - კვირის პალიტრა

"ხალხს უნდა დავუბრუნოთ თავისი ხმა, თავისი უფლებები, დავაძლევინოთ სიღარიბე, უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე"

ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო სამ დღეში რამდენიმე ათეული საუბარი ჰქონდა, ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერებს, გაიშალონ რეგიონებში.

"თქვენ ბევრად მეტი შესაძლებლობები გაქვთ, ვიდრე მე სკაიპით და ტელეფონით დაკავშირებისას და ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ჩვენს ხალხშია ჩვენი ძალა, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი, ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე - საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"