"პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების საკითხს კონგრესში დიდი მხარდაჭერა აქვს" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების საკითხს კონგრესში დიდი მხარდაჭერა აქვს"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განხადებით, თუკი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ორშაბათს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსსა და დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებს, 25-ე შესწორება აამოქმედონ და პრეზიდენტი გადააყენონ.

"ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის დასაცავად სასწრაფოდ ვიმოქმედებთ, რადგან ეს პრეზიდენტი ორივე მათგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა სპიკერმა.

მისივე თქმით, რეზოლუცია მაიკ პენსს 24 საათის განმავლობაში მოქმედებისკენ მოუწოდებს და თუკი ის უარს იტყვის, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს.

ამასთან, ნენსი პელოსიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 25-ე შესწორების ამოქმედების იდეა მოსწონს, მაგრამ განმარტა, რომ ერთ-ერთი მოტივაცია, რის გამოც ხალხი მხარს უჭერს იმპიჩმენტს, ის არის, რომ ტრამპს მომავალში გაპრეზიდენტების საშუალება აღარ მიეცეს.

"პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების საკითხს კონგრესში დიდი მხარდაჭერა აქვს," - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

"ინტერპრესნიუსი"