"ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან და იმედი გაუცრუვდა"
"ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან და იმედი გაუცრუვდა"
დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია, - ამის შესახებ ნათქვამია,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. მისივე თქმით, დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც
ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.

,,კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისათვის, რომ
ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა. ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა",- ნათქვამია გამოქვეყნებულ წერიშლი.

ალექს
14 იანვარი 2021 14:54
საქართველოს ეკონომიკა ბოლო 30 წელია არ იზრდება,ის ბოლო დროს ლავუაზიეს კანონით რეგულირდება,ზიარჭურჭელში გადადინდება თაობების ნაჯაფი რიგითი მოქალაქიდან პარტოკრატიულ ოლიგარქიაში უკან დაუბრუნებლად !
მოგეხსენებათ ოლიგარქია ვისაც სახელმწიფო თანამდებობაც უკავია და ბიზნესისაც ერთდროულად , შესაბამისად მინიმუმ 100 ოლიგარქი პარლამენტში გვყავს და ოცამდე მთავრობაში ,შესაძლოა ორ სამჯერ მეტიც !
ვინა თქვა ბუნებაში არაფერი იკარგებაო ?!
იკარგება !
დადნა ზემოდან დახშული ზიარჭურჭელის კედლები,შიგ ვეღარაფერს ვასხავთ ,გასკდება საცაა და რაც ასხია შიგ,ისიც დაიღვრება და დაიკარგება !
nnn
12 იანვარი 2021 21:25
დაუნახავების ხელში მეცოდებოდი... იმედი მაქვს , ოდესღაც დაგიფასაბენ
??????????
11 იანვარი 2021 13:27
რატომ მირბიან რუსეთში????? ვაშაძე ,ივანიშვილი- ვინ იქნება შემდეგი??????

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები