“ივანიშვილს თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს“
“ივანიშვილს თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს“
ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველობა გააკრიტიკა და ჟურნალისტის შეკითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს პროცესიც მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაივლის? როდის უნდა ველოდოთ ყოფილი პრეზიდენტის დაანონსებულ ჩამოსვლას? მან ასეთი პასუხი გასცა:

"მაშინ ჩამოვალ, როცა ჩემს ქვეყანას დასჭირდება და როცა ქართველი ხალხი ამას მოისურვებს! ამას ყველა დავინახავთ, ეს არ არის მიბმული საარჩევნო კალენდარზე. ქართველ ხალხს ვერავინ უნდა დააჯდეს თავზე და
მისი დამცირების მცდელობაც კი ვეღარავინ უნდა გაბედოს! ეს მახინჯი რომ გვეუბნება, სიღარიბეს შეეგუეთო, არ შევეგუებით!"
- განაცხადა სააკაშვილმა.

"ტვ პირველის" ეთერში კი აღნიშნა:

"ივანიშვილს თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს. მე ჩემს გუნდთან ერთად, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ, ეს არარაობა კი
- ქართული სახელმწიფოს დამსამარებელი."

იხილეთ ვიდეო:

ლალი
13 იანვარი 2021 12:29
ამას რომ კიდევ რაღაცას ეკითხებიან ესაა საკვირველი, ნაცვალსახელით იმიტომ ვახსენებ რომ არ ვთვლი პიროვნებად. ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველის ისტორიაში და მისი მომხრეები კი ტოტალიტარული სექტის მიერ ტვინგამორეცხილი ზომბები, ყველა დანარჩენი მისი დიქტატურის დროს დაზარალებულები ვართ. ვინააა.... რატომ გამოყავთ ეთერში...
კახა
13 იანვარი 2021 00:01
ნელსონ მანდელა ჩია კაცი იმდენი წელი იჯდა ციხეში ბოლო ბოლო ვანომ მოიხადა "სროკი" მაგრამ შენ იმისთანა კურდღელი ხარ ერთ ღამეს ვერ გაძლებ დილით გულგახეთქილს გიპოვიან ერთი პატიმრის დაყვირება მოვდივართ უნდა გაგს..ჯოთო და ფაფუ მიშა
ვააა
12 იანვარი 2021 17:01
და ვინ გიშლის მიჰააა??? ჩამოდი და 0ასუხი აგე ყველაფერზე, პასუხი გაეცი ყველა დანაშაულზე, დავით გარეჯას გაყიდვაზე და მერე ვილაპარაკოთ სხვა რამეებზე..ივანიშვილი იყო თქვენი ანუ ნაცების არ დასჯის გარანტი და დღეს ესეც აღარ გყავთ, აწი ყველანი აგებთ პასუხს, ყველა დანაშაულზე, რაც ჩაიდინეთ იმ 9 წლის განმავლობაში

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები